ჩვენი გეგმა მარტივია:
1. ვმოქმედებთ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
2. პროექტის განსახორციელებლად საჭიროა შევიკრიბოთ 2 000 ადამიანი.
3. პროექტში პირველიდან დაწყებული ბოლო მონაწილე (ყველა ერთად აღებული) სარგებლობს თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით, გარდა ხელშეკრულებით განსაზრვრული პირობებისა (პროექტის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება და პროცესების მართვა).
4. პროექტის განსახორციელებლად, გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პირს 18 წლის ასაკიდან. რომელსაც, შეუძლია ყოველთვიურად, თვის 1-5 რიცხვამდე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის ანგარიშზე შეიტანოს 50 ლარი.
5. პროექტი გრძელვადიანია (დაახლოებით 5 წელი) და მისი განხორციელება დამოკიდებლია შეთანხმებული პირობების კეთილსინდისიერად შესრულებაზე.
6. ძირითადი პირობის (თვეში 50 ლარის გადახდის) პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროექტის მონაწილე კარგავს ადგილს და მის მიერ შენატანების შედეგად დაგროვილი თანხას სრლულად. ვინაიდან, პროექტის ძირითადი პირობა მხოლოდ და მხოლოდ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვაზეა დაფუძნებული.
7. პროექტის ძირითადი მიზანია, წევრების შენატანების საფუძველზე ბიზნესის დაწყება და გაფართოება. თითოეული მონაწილის დასაქმება, ნებისმიერი ამოქმედებული ბიზნესის შედეგად მიღებული პროდუქტის ფასდაკლებით სარგებლობა, ერთობლივი გადაწყვეტილებით წლიური შემოსავალის განაწილება თითოეულ პროექტის წევრზე თანაბარწილად.
9. პროექტში მონაწილე თითოეული პირი სარგებლობს კონტროლის განმახორციელებლის ფუნქციით.
10. პროექტის განხორციელება დაიწყება 2 000 მონაწილის შეკრებისთანავე (დასარეგისტრირებლად დააკლიკე აქ). 2000 მონაწილის რეგისტრაციის შემდგომ:
- შეიქმნება ერთობლივი ონლაინ ჯგუფი, სადაც გაიწერება როდის იქნება დაგეგმილი ონლაინ შეკრება და მიეთითება ონლაინ კონფერენციის ბმულზე და შეკრების დროზე. სადაც განიხილება, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვინ მომართავს პროცედურებს ამხანაგობის სახელით, წარდგენილი იქნება შესაბამისი ხელშეკრულების პროექტი გასაცნობად. დაიგეგმება ერთობლივბი საქმიანობის ჩამოყალიბების დრო, რომლის შემდგომაც ჩვენივე არჩეულ ბანკში გაიხსნება ანგარიშსწორების ანგარიში. ხელშეკრულების შესაბამისად, პროექტის მმართელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებებს, კონკრეტულად რომელი ბიზნესის დაწყება იქნება მომგებიანი და გაიწერება დეტალური სამოქმედო გეგმა (მაგ. სასტუმრო ქსელების მოწყობა, მართვა და მიღებული შემოსავალის განაწილება, განიხილება ყველა შენიშვნები და საბოლოოდ მიღებული გეგმის მიხედვით, დაიწყება ეტაპობრივი განხორციელება.
- შეიქმნება ერთობლივი საქმიანობის შესახებ ამხანაგობა. ხელშეკრულებით განისაზღვრება მმართველობითი ორგანო, დამტკიცდება სამოქმედო გეგმა, კერძოდ, პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი იქნება თანხის შეკრებისთანავე ერთობლივი საქმიანობის შესახებ ამხანაგობის სახელით შევიძინოთ აპარტამენტები (უძრავი ქონება, რომლითაც შენატანები იქნება უზრუნველყოფილი), რომლებსაც გავაქირავებთ და შემოსული თანხები განაწილდება წლის ბოლოს ყველა ამხანაგობის წევრზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საშემოსავლოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანის მიზნით გაქვითვის გათვალისწინებით.
- ყველა პროცედურები იქნება გაწერილი და გამჭვირვალე. ყველა მონაწილეს ექნება უფლება ონლაინ ან ოფლაინ ადევნოს თვალი და აკონტროლოს პროექტის განხორციელების კანონიერება.
11. პროექტის ყველა მონაწილე იქნება ინფორმირებული: ფინანსურ შემოსავლებსა თუ გასავლებზე. მოგებასა და მოგების განაწილებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხებზე.
არჩევანი გააკეთე შენი მომავლისათვის
შემოგვიერთდით
დასარეგისტრირებლად დააკლიკე აქ